GD Banner
უცხოური მედია

ჯეი დი ვენსი – კამალა ჰარისს არ მოვწონვარ, ამბობს, რომ არ ვარ ქვეყნის ერთგული, მე ვმსახურობდი საზღვაო ქვეითებში, რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა?

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა მიჩიგანში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააკრიტიკა.

მან ვიცე-პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ კამალა ჰარისს ის არ მოსწონს.

„ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მე არ მოვწონვარ. კამალა ჰარისმა თქვა, თითქოს მე არ ვარ ამ ქვეყნის ერთგული. რა ვიცი, კამალა. მე ვმსახურობდი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში და შევქმენი ბიზნესი. რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა? რა გაუკეთებია მას, თავისი პოლიტიკური ოფისებიდან ქვითრების შეგროვების გარდა?“ – განაცხადა ვენსმა.

ვენსმა ასევე ისაუბრა ეროვნულ უსაფრთხოებაზეზე.

„არაფერია რადიკალური იმაში, რომ გქონდეს ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება. როდესაც ომში ვერთვებით, მტერს ძლიერ დარტყმას ვაყენებთ. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა და ის, რომ არ ცდილობდე ამერიკის ჩათრევას მსოფლიოს ყველა შორეულ კუთხესა და კონფლიქტში, ზოგჯერ, ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ჩვენი საქმე არ არის და უმჯობესია, ამისგან თავი შორს დავიჭიროთ. ეს არ არის რადიკალური აზროვნება. ეს, უბრალოდ, საღი აზრია“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა