GD Banner
ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მშვიდობაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და კეთილდღეობისა და თავისუფლების პარამეტრების ხანგრძლივვადიან გაუმჯობესებას

x

საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ქვეყნის განვითარების დადებით ტენდენციებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ინვესტორები დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ მსგავს კვლევებს.

„ყველა ეს ჩამოთვლილი ფაქტორი და ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. მშვიდობაზე დამყარებული პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკა, მშვიდობაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს კეთილდღეობასაც, უმუშევრობის დაძლევას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და კეთილდღეობისა და თავისუფლების პარამეტრების ხანგრძლივვადიან გაუმჯობესებას, რაც ჩვენი მიზანია“, – აცხადებს დუნდუა.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა