GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, გვჭირდება ევროატლანტიკური დაპირებებიდან და მძევლობიდან გამოსვლა, ამისთვის კი ამ ქვეყნის ისევ და ისევ ნეიტრალური მოდელი გვჭირდება, რაც არამარტო მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანს, არამედ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საფუძველიც გახდება.

„ასე უცბად შეცვლილი, მანამდე კი შეშლილი მსოფლიო მე არ მინახავს. მართალია ისტორიიდან უამრავი მაგალითი გვახსოვს, გამარჯვებულებს ის ხალხი ასხამდა ხოტბას ვინც მანამდე მის ლანძვა გინებაში იყო და მის სრულ განადგურებას აპირებდა. დონალდ ტრამპს ოფიციალურად ჯერ არ გაუმარჯვია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და დაწყებული ქართველი მავნებელ-რადიკალებისაგან, დამთავრებული უცხოელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისგან ყველა ეფერება. ფერებას ვინ დაგიდევთ, როგორც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი ამბობს, თურმე ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები ყოფილა უკრაინის გადარჩენის ერთადერთი გზა. ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთი გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და ლამის საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ დღეს უკვე გადასარჩენია?! ახლა ნატოში რომ არ მიიღებდნენ ლამის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობიდან სამ თვეში განაცხადეს.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით. ამიტომაც გვჭირდება ევროატლანტიკური დაპირებებიდან და მძევლობიდან გამოსვლა, ამისთვის კი ამ ქვეყნის ისევ და ისევ ნეიტრალური მოდელი გვჭირდება, რაც არამარტო მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანს, არამედ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საფუძველიც გახდება“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,202 ნახვა