GD Banner
უცხოური მედია

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აცხადებს ბაიდენი წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ძვირფასო ამერიკელებო, ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ, როგორც ერმა, დიდ პროგრესს მივაღწიეთ. დღეს ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. განვახორციელეთ ისტორიული ინვესტიციები ჩვენი ერის აღმშენებლობაში, ხანდაზმულებისთვის წამლების ხარჯების შემცირებასა და ამერიკელების რეკორდული რაოდენობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის. ჩვენ გავუწიეთ კრიტიკულად აუცილებელი ზრუნვა მილიონ ვეტერანს. მივიღეთ პირველი კანონი იარაღის უსაფრთხოების შესახებ 30 წლის განმავლობაში. უზენაეს სასამართლოში პირველი აფროამერიკელი ქალი დავნიშნეთ. კლიმატთან დაკავშირებით მივიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა მსოფლიოს ისტორიაში. ამერიკა არასდროს ყოფილა უკეთესად პოზიციონირებული ლიდერად, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს. მე ვიცი, რომ ეს ვერ მოხდებოდა თქვენ გარეშე, ამერიკელი ხალხის გარეშე. ჩვენ ერთად დავძლიეთ პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება და ყველაზე საშინელი ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ჩვენ დავიცავით და შევინარჩუნეთ ჩვენი დემოკრატია. ჩვენ დავიცავით და გავაძლიერეთ ჩვენი ალიანსები მთელ მსოფლიოში. ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო, მემსახურა, როგორც თქვენს პრეზიდენტს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება. კვირის ბოლოს მე ვისაუბრებ უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ახლა, ნება მომეცით, გამოვხატო უდიდესი მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ამდენი იშრომა ჩემი ხელახლა არჩევისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომ იყო არაჩვეულებრივი პარტნიორი ყველა ამ საქმეში. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ამერიკელი ხალხისადმი რწმენისა და ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამომიცხადეთ. მჯერა დღეს იმის, რისიც ყოველთვის: არ არსებობს რაიმე, რასაც ამერიკა ვერ გააკეთებს, როცა ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ჯო ბაიდენი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა