GD Banner
მოგზაურობა

„საქართველოს რკინიგზა“ აგვისტოს თვეში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე, 1 აგვისტოდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 06:30 საათზე გავა (ჩასვლის დრო: 11:38), ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 14:20 საათზე (ჩასვლის დრო: 19:28).

ამასთან, 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი გავა 10:25 საათზე (ჩასვლის დრო: 15:33), ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით – 17:20 საათზე (ჩასვლის დრო: 22:21).

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,828 ნახვა