GD Banner
საგარეო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი: ჩვენ მტრებს სურდათ ჩემთვის თავისუფლების წართმევა, ჩემი გაჩუმება

J

მე აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე სხვა ყოფილიყო, მაგრამ მე არა, თუმცა, რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა გასულ შაბათს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, რომელიც თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარდგა.

მან გამოჯანმრთელება უსურვა თავდასხმის დროს დაჭრილ ორ მოქალაქეს და პატივი მიაგო მოკლულ მეხანძრეს.

ღონისძიება მიჩიგანში გაიმართა და მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოქალაქე დაესწრო. შენობაში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.

ტრამპის განცხადებით, ნოემბერში დაგემილი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, დემოკრატებმა არც კი იციან, ვინ იქნება მათი კანდიდატი.

„მათ უნდა ჩაატარონ ყრილობა და რამდენიმე პრობლემა აქვთ. ნომერ პირველი – მათ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის კანდიდატი. ეს არის პრობლემა, თუმცა ვნახოთ“, – აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას დიდი ყურადღება იმიგრაციის საკითხს დაუთმო და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა, რა დროსაც კვლავ აღნიშნა, რომ აშშ-ში კრიმინალები შემოდიან.

„როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დავდებ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ის საფრთხეა დემოკრატიისთვის.

„გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის. არასდროს დაგავიწყდეთ, ჩვენ მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, რადგან მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ, რადგან მე არასდროს დავუშვებდი, რომ მათ თქვენ გაეჩუმებინეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა