GD Banner
უცხოური მედია

სენატორი მენენდესი, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით შეშფოთებულია, მეუღლესთან ერთად, ქრთამის სახით, ბიზნესმენებისგან ნაღდ ფულს, ოქროს ზოდებსა და ავტომობილებს იღებდა

ამერიკელი სენატორი, რომელიც აცხადებდა, რომ შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით, ქრთამის აღებისთვის 9 პუნქტში დამნაშავედ ცნეს.

გამოძიების თანახმად, ამერიკელმა კანონმდებელმა და მისმა მეუღლემ ქრთამის სახით, ასობით ათასი დოლარი მიიღეს ნაღდი ფულით, ოქროს ზოდებითა და ავტომობილებით.

 სენატორი ნიუ ჯერსიდან ბობ მენენდესი მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა კორუფციაში დამნაშავედ ცნეს. ამასთან 70 წლის სენატორი არ იქნა მიჩნეული უცხო ქვეყნის აგენტად, რადგან საჯარო მოხელეებს არ შეიძლება ერქვათ უცხოური გავლენის აგენტი. ასევე გამართლდა ბრალდებაში, რომელიც ეხებოდა გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

პროკურორების განმარტებით, სენატორმა და მისმა მეუღლემ ქრთამი სამი მსხვილი ბიზნესმენისგან აიღეს. სანაცვლოდ, მენენდესი მათ დაეხმარა ამერიკიდან ეგვიპტეში მილიარდობით დოლარის გატანაში. მენენდესი ასევე ბრალდებულია, სხვა ბიზნესმენებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო პროცესის ხელის შეშლაში. შემდგომში ერთ-ერთი ბიზნესმენი სასამართლოზე მენენდესის  ბრალდების მხარის მოწმედ წარდგა.  

2017 წელს მენენდესზე ასევე კორუფციის ბრალდებით იყო საქმე აღძრული, თუმცა მაშინ ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. 

ადვოკატების მტკიცებით, მენენდესის მიერ ბიზნესმენებისთვის გაწეული დახმარება არ წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, რაც შეეხება ოქროს ზოდებს, ის მენენდესის მეუღლის კარადაში იქნა ნაპოვნი, რაც იმას არ ამტკიცებს, რომ სენატორი საქმის კურსში იყო. მათი თქმით, მენენდესის მეუღლე შუამავლის როლს ასრულებდა სენატორსა და ბიზნესმენებს შორის, თუმცა ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობს და მენენდესს არ ეცოდინებოდა, მისი ცოლის მიერ ქრთამის აღების შესახებ.  
ნადინ მენენდესი არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რადგან მას ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაუდასტურდა. 

კონგრესში, უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორი მენენდესი უნდა მოიქცეს სწორად თავისი ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე და დატოვოს პოსტი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი 2021 წელს იმედგაცრუებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით. ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ტვიტერზე წერდა.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა