GD Banner
უცხოური მედია

მარკ ცუკერბერგი- ამერიკის დროშის ფონზე მუშტმოღერებული ტრამპი ყველაზე მაგარი რამ არის, რაც მინახავს ცხოვრებაში

ამერიკელი მედიამაგნატი და Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს  მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

ცუკერბერგი იხსენებს, როგორ წამოდგა დაშავებული ტრამპი, აწია მუშტი და თავის მომხრეებს გააგებინა, რომ კარგად იყო. და ყველაფერი ეს ამერიკული დროშის ფონზე ხდებოდა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში“,-განაცხადა ცუკერბერგმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუს დროს. 

მისივე თქმით, ალბათ ამის გამო ჰყავს ტრამპს ამდენი მხარდამჭერი. 

`„გარკვეულ დონეზე, ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის, რთულია არ განვიმსჭვალო ემოციებით ამ შემართებისა და ბრძოლის გამო, და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მოწონს ბევრს ეს ბიჭი“,-განაცხადა ცუკერბერგმა. 

მან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ თავს შორს დაიჭერს წლევანდელი არჩევნებისგან და არცერთ კანდიდატს არ მისცემს ხმას.

რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ 400 მილიონი შესწირეს დემოკრატების საარჩევნო კამპანიას, ტრამპი კი, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ორი წლით დაბლოკეს ფეისბუქზე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა