GD Banner
განათლება

კოლეჯი „პრესტიჟის“ პროფესიული მასწავლებელი ლეილა თარხნიშვილი- იტალიაში, ექსპერიმენტული სწავლის მოდელის შესახებ მიღებულ ცოდნას ჩემს კოლეგებს და სტუდენტებს გავუზიარებ

ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოსა და ორგანიზაცია Cometa-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,  კოლეჯი „პრესტიჟის“ პროფესიული მასწავლებელი ლეილა თარხნიშვილი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. ვიზიტის მიზანი იტალიის პროფესიული განათლების სისტემის ექსპერიმენტული სწავლის მოდელისა და იმ მიდგომების გაცნობა იყო, რომელიც რეალობაზე დაფუძნებულ სწავლებას ითვალისწინებს. ეს ინოვაციური სწავლების მეთოდი ორიენტირებულია სტუდენტზე, როგორც სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეზე   და აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას  რეალურ სამუშაო გარემოსა და აკადემიურ,  პრაქტიკულ სწავლებას.  

ვიზიტია შესახებ ვესაუბრეთ კოლეჯი „პრესტიჟის“ პროფესიულ მასწავლებელს ქალბატონ ლეილა თარხნიშვილს.

 მისი თქმით, ინოვაციური სწავლების მეთოდების ადაპტირებით, საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეეძლებათ გააძლიერონ თავიანთი პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემები.

„პროფესიული თვალსაზრისით ბევრი საინტერესო გამოცდილება შევიძინე, კერძოდ: ინოვაციური სწავლების მეთოდები, სტუდენტებთან და სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების  მქონე პირებთან  პრაგმატული დამოკიდებულება,  რაც მათ ეხმარებათ შემდგომ დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში. საინტერესო იყო „სასწავლებელი-საწარმო“ მოდელის გაცნობა, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შორის არსებული განსხვავების  დაძლევას, რაც სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოვლისმომცველი განათლებით და ამზადებს მათ შემდგომი დასაქმებისთვის.

ანალოგიური მოდელის მიღებითა და ადაპტირებით, საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეეძლებათ გააძლიერონ თავიანთი პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემები, რაც საბოლოოდ მოამზადებს ბევრად უფრო კარგად მომზადებულ პროფესიულ კადრებს და შესაბამისად იქნება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების გარანტი.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დელეგატები და კომეტას წარმომადგენლები შევხვდით  ადგილობრივ ინსტიტუტებს: ორგანიზაცია „კომეტას“ ბაზაზე არსებულ კოლეჯს,  „აკადემია სიმპოზიუმს“ და ძველ ღვინის საწარმო „ფრანჩა კორტას“. სასწავლებლებში შექმნილია საწარმოსთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელი.

ვიზიტის განმავლობაში ჩამიტარდა მასტერკლასი იტალიურ „მერინგას“ მომზადებაში, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და სტუდენტებს.

იტალიურმა მხარემ გამოავლინა სტუმარ-მასპინძლობის მაღალი კულტურა და ყველაფერი გააკეთა რათა თავი გვეგრძნო ოჯახურ გარემოში“,-ამბობს ლეილა თარხნიშვილი.

როგორც კოლეჯ „პრესტიჟში “ გვითხრეს, მადლობას უხდიან ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის და ქ-ნ ლეილა თარხნიშვილს კოლეჯი „პრესტიჟის“ ღირსეულად წარმოჩენისთვის. მათივე თქმით, მსგავსი გაცვლითი პროგრამები ხელს უწყობს პროფესიული მასწავლებლების პროფესიულ ზრდას, ახალი მეთოდების მაღალ დონეზე დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას  და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,849 ნახვა