აშშ-ის სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე! სინამდვილეში კი FARA-ს მიერ გამოვლენილი და სასამართლოს მიერ დამტკიცებული უცხო ქვეყნის აგენტი! აქაური ნიკანორ მელიას ძმა, მეგობარი! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სენატორ ბობ მენენდესის ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნობას და უცხოური გავლენის აგენტად გამოვლენას, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, თუ მენენდესი მელიას ციხიდან გამოშვებაზე “ვენებს იჭრიდა”, რა გარანტიაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოპარული თანხები, უკვრ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილ სენატორს არ გადაუხადა.
“ეს ერთ დროს ნეფის ტოლი კაცი! აშშ-ის სენატორი! სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე! სინამდვილეში კი FARA-ს მიერ გამოვლენილი და სასამართლოს მიერ დამტკიცებული უცხო ქვეყნის აგენტი! აქაური ნიკანორ მელიას ძმა, მეგობარი! ნიკანორზე გადამკვდარი(უეჭველია ანგარებით)! თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ გროშების სანაცვლოდ მუშაობდა და თანაც ნიკანორ მელიას ციხიდან გამოშვებაზე ვენებს იჭრიდა, რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ჯერ ერთი პატივცემულმა ნიკანორმა და მისმა მშობლიურმა ნაცპარტიამ 9 წლიანი სისხლიანი მმართველობისას მოპარული თანხები, ამ აწ უკვე ოფიციალურად ცნობილ დამნაშავეს, რომ არ გადაუხადა?! და მეორე, ვინ იცის რანაირ ინფორმაციას აწვდიდა ამ უკვე ვირის აბანოში მყოფს “მიჰას” ნებიერა ნიკანორი საქართველოს შესახებ და მერე ორივენი როგორ ჰყიდდნენ ქვეყნის ინტერესებს უცხო სახელმწიფოებზე! ამიტომაც ვფიქრობ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, თუ რატომ ითხოვდა ასე თავხედურად აწ უკვე ყოფილი სენატორი და ამჟამად პატიმარი მენენდესი ნიკანორის დაუყოვნებლივ და მსწრაფლ გათავისუფლებას?! და კიდევაც, როგორ მიაღწია ამას! კვალი სალომემდე ხომ არ მიდის. აი ესაა საკითხავი ამჟამინდელო ნაცთა “ბელადიუს თინისიუს”. აი ეს?! – წერს გვენეტაძე.