GD Banner
უცხოური მედია

ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანს ძლიერი ლიდერი უწოდა, ბაიდენი კი, საერთაშორისო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა

ტრამპმა რეპუბლიკური პარტიის კანდიდატის ნომინაცია მიიღო და სიტყვით გამოვიდა.

ექსპრეზიდენტის გამოსვლა საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მისი სიტყვა ყრილობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეფასდა, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპმა თავისი გამოსვლა დაიწყო წუთიერი დუმილის შემდეგ, რომელიც კორი კომპერატორს მიეძღვნა- მეხანძრეს, რომელიც ვისკონსინში ტრამპზე თავდასხმას ემსვერპლა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მთელ ნაციას მოუწოდა ერთობისკენ, ასევე ურთიერთ ქიშპობისა და პოლარიზაციის  შეწყვეტისკენ. 

ტრამპმა ბაიდენი რამდენჯერმე მოიხსენია სახელით. მან დემოკრატები ინფლაციის ზრდაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ფასებს შეამცირებს. ასევე, მოაგვარებს მიგრაციულ კრიზისს და დაასრულებს კედლის მშენებლობას. 

ტრამპმა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი შეაქო და მას „ძლიერი ლიდერი“ უწოდა. ასევე გაიხსენა, რომ პრეზიდენტობის დროს კიმ ჩენ ინთან ურთიერთობა მოაგვარა. „კარგია, როდესაც შეთანხმებას აღწევ მასთან, ვინც ბირთვულ იარაღს ფლობს. ვფიქრობ, მას მოვენატრე“,-განაცხადა ტრამპმა. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაიდენი დაადანაშაულა საერთაშორისო კრიზისის შექმნაში და პირობა დადო, რომ აშშ-ს თავზე რკინის გუმბათს განალაგებს, – ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ანალოგს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა