82 მომხრე, 0 წინააღმდეგ – პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პარალელურად, პატიმრების ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ თბილისსა და ქუთაისში. ისინი ითხოვენ გაფართოვდეს მუხლების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება.
ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და “სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.
მეორე და მესამე მოსმენაზე კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე გავა.
Facebook Comments Box