GD Banner
უცხოური მედია

კალიფორნიაში კანონი, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს, სასამართლოში გაასაჩივრეს

სამხრეთ კალიფორნიის სკოლების გაერთიანება კალიფორნიის გუბერნატორს გევინ ნიუსომს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CBS News-ი avrცელებს.

სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი მშობლების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს და აგრეთვე ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლების ცნებას.

ტელეარხის თანახმად, ერთ-ერთი მომჩივანი მშობელი, რომლის მოსაზრება სარჩელშია დაფიქსირებული, ამბობს, რომ „ღმერთმა ქალი და კაცი შექმნა მკაფიოდ განსხვავებული სქესით“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა