GD Banner
პოლიტიკა

მაია ბითაძე: მე ღრმად მწამს, რომ მომავალი ნათელია და ამ ნათელ მომავალს ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის და გააძლიერებს

მე ღრმად მწამს, პირველ რიგში იმისა, რომ მომავალი ნათელია, ღრმად მწამს იმისა, რომ ამ ნათელ მომავალს ეტაპობრივად, მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განვითარების პარალელურად „ქართული ოცნება“ შექმნის, გააძლიერებს და ეტაპობრივად, ასე ვთქვათ, ის რიტორიკა, რომელიც გვესმის ზოგიერთი უცხოელისგან ჩაჯდება იმ დიპლომატიურ და იმ სწორ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ ამას ვაკვირდებოდით წლების განმავლობაში, სწორედ იმ გზაზე, რომელიც სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ“, შევახსენებ ჩვენ ოპონენტებს, მოიტანა 2014 წლიდან დაწყებული რატიფიცირებით, დასრულებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბითაძის თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრივი ინტერესები, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ზოგიერთი უცხოელი, რომელსაც არ გაუვლია ის, რაც გაიარა ჩვენმა ერმა.

„მე მჯერა, რომ რამდენიმე თვეში პროცესები აბსოლუტურად შეიცვლება, იმისიც აბსოლუტურად მჯერა, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს თვითგადარჩენის ძალიან დიდი უნარი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მეხსიერება – რა ხდებოდა 90-იან წლებში, რა ხდებოდა 2008 წელს, როგორი დაცვის ქოლგა გვაქვს ჩვენ, გვფარავს თუ არა ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ფარი ან უსაფრთხოების ნატოს ქოლგა, ეს რაც ჩვენ არაფერი არა გვაქვს, ამ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები დავიცვათ, მიუხედავად იმისა, თუ რას გვეტყვის ზოგიერთი უცხოელი, რომელსაც არ გაუვლია ის, რაც გაიარა ჩვენმა ერმა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,036 ნახვა