GD Banner
ბიზნესი

ჩინურმა პლატფორმა Temu-მ თბილისის მიმართულება დატვირთა, ძალიან ბევრი ჩარტერი განხორციელდა – “სქაი ლოჯისთიქსი”

საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა. გასულ წელს ჯამურად 66%-იანი კლების შემდეგ, 2024 წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვამ 23%-იანი ზრდა აჩვენა. ბიზნესის წარმომადგენლები საჰაერო გადაზიდვების გააქტიურებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ.

“სქაი ლოჯისთიქსის” მმართველი პარტნიორის გიორგი ზუმბაძის შეფასებით, ტვირთბრუნვის ზრდაში თავისი წვლილი შეიტანა ელექტრონულმა ვაჭრობამაც, განსაკუთრებით კი პლატფორმა Temu-მ, რომლის ამანათების ნაწილიც მისი თქმით, საქართველოში, ნაწილი კი საქართველოს გავლით სომხეთში იგზავნება.

ზუმბაძე აცხადებს, რომ ზრდა ძირითადად ტრანზიტულ ფრენებს უკავშირდება.

“მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, იმ ქართული ავიაკომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზიტული რეისებია, რომელიც საქართველოს აეროპორტში ჯდება, მისი ტონაჟით, არსებული ტვირთით და რომელიც შემდეგ საქართველოს ტოვებს, იცვლის საქართველოს რეისის ნომერს.

ამას ემატება ახალი ჩინური პლატფორმა Temu, რომელმაც დატვირთა თბილისის მიმართულება საკმაოდ სერიოზულად, ბევრი ჩარტერი განხორციელდა. საინტერესოა რა ოდენობის ტვირთი დარჩა საქართველოში და რა ოდენობის ტვირთი გაიგზავნა სომხეთში, იმიტომ რომ ტრანზიტი აქედან გადის სომხეთში,”- ამბობს “სქაი ლოჯისთიქსის” მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე.

bmg

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა