ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა და აი, ასე, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ სიბნელის დამარცხება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ერთიანობით არის შესაძლებელი.
„დარჩა ზუსტად ასი დღე. ას დღეში აუცილებლად ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით დავამარცხებთ იმ სიბნელეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. შემოვივლით მთელ საქართველოს, მოვალთ ყველასთან, შეგხვდებით ყველას. ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა და აი ასე, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.