იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.
საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭს უყრიან.
რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.
Facebook Comments Box