თურმე, ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ! თურმე, ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ.
მისი თქმით, სუსტს და საკუთარი ინტერესების ვერ დამცველს არავინ სცემს პატივს, შესაბამისად, მოსახლეობამ ცოტა უნდა მოითმინოს და მტკიცედ დადგეს, რათა ქვეყანას ყველამ ანგარიში გაუწიოს.
“საქართველოს მოსახლეობავ! ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად ისე, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, ყველა – მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში! თურმე, ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ! თურმე ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ! თურმე აზიისა და ევროპის გასაყარზე მყოფ ქვეყანაში საუკეთესო პირობებია შექმნილი ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის! ამიტომაც მეგობრებო სულ ცოტა, სულ ცოტა მოვითმინოთ! ასე შეუპოვრად შევეგებოთ არამკითხე მოამბეთა კრიტიკას, ცალკეულ ქმედებებს და ნახავთ უმოკლეს ხანში როგორ შეაბრუნებენ “პლასტინკას” და იტყვიან: საქართველოში დემოკრატია ყვავის! სამართალი გაფურჩქნილია! სადაცაა ევროკავშირს გაუსწრებენ ცხოვრების დონით! ნახავთ თავადვე, როგორ მოისვრიან სანაგვეზე (თუ უკვე მოსროლილნი არა ჰყავთ) ლომჯარია-გიგაურს, გვარამია-მელიას, ხაზარაძე-გახარიას დუეტებს, ჭიჭიკო-თინიკო-პატიკოს ტრიოს…! ასეა სუსტს, დაჩაჩანაკებულს და საკუთარი ინტერესების ვერ დამცველს არავინ სცემს პატივს, არ უნდა არც მეგობრად და არც არაფრად! იყენებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი შავი საქმეების აღსასრულებლად! ამიტომაც ქართველებო, ისტორიის ულმობელი დრო ჩვენზე მუშაობს, რომელიც ყოველ წუთსა და ყოველ წამს ითხოვს ჩვენგან, მის გონივრულ გამოყენებას!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.