GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: ორიოდ სიტყვა 16 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ორიოდ სიტყვა 16 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში- უღრმესი მადლობა მოწვევისთვის!

ჩემთვის სასიამოვნო და სასიხარულო იყო ბევრი მეგობრის და, რაც მთავარია, თანამებრძოლის ნახვა. კიდევ ერთხელ გეფერებით ყველას.

ახლა მთავარი.

მთავარი კი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის და მისი მხრიდან გაკეთებული აქცენტების მოსმენა იყო.

1. ყველა იმ პიროვნებას, ვინც “ არ იცის” რა არის გლობალური ომის პარტია, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ეს საკითხი მან, ბიძინა ივანიშვილმა, ზედმიწევნით კარგად იცის! ვინ არიან ისიც იცის, რა უნდათ ისიც ცნობილია და… მმართველი პოლიტიკური პარტიის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, 2012 წლის თანამებრძოლების თანდასწრებით ღია შეტყობინებაც გაუგზავნა ( კიდევ ერთხელ❗️) იმის თაობაზე, რომ საქართველოში ომი არ იქნება!

საქართველო ომში არ ჩაერთვება❗️

ბასტა❗️

2. ისიც გადაწყვეტილად მიაყოლა, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ❗️

დიახ!

ანაკლიის პორტს ააშენებენ ჩინელები❗️

ბასტა!

3. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს “ ქართული ოცნება”❗️

ბასტა!

4. არჩევნების შემდეგ, გარდაუვლად მოხდება “ ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო! ( წარმომიდგენია, რამდენ ტომად არის აკინძული ეს ბრალდებები და რამდენი ახალი საერთაშორისო ფიგურანტი გამომზეურდება!)

ბასტა!

ძალზედ სწორი და ღრმად გაანალიზებული იყო თითეული სიტყვა და პოლიტიკური ფორმულირებები. ზუსტ ციტირებებს ვერ შევძლებ, მაგრამ უახლოესი პერსპექტივა დაახლოებით ასე ჟღერდა- ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის პერსპექტივისკენ სვლას!

დიახ, ევროინტეგრაცია პერსპექტივაა და ხანგრძლივი, დატვირთული პროცესია, რომელიც დღევანდელ შეჩერებასაც მოიცავს და დაჩქარების მექანიზმებსაც!

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა, ეს უკვე მეორედ, საჯაროდ და გადაჭრით დააფიქსირა ის, რისი მოსმენაც მინდოდა და რასაც, მარტივი და გასაგები ენით, ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი, უალტერნატივო გზა ჰქვია❗️

იქაც მინდოდა, რომ ყველას ერთად გვეთქვა ხმამაღლა, მაგრამ…

მოკლედ, აქ მაინც დავწერ:

მ ა დ ლ ო ბ ა!

May be an image of 2 people
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა