GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი „ლელოზე“- 2021 წელს კოალიცია რომ ჰქონდათ „ნაცმოძრაობასთან“, მაშინ კითხვები დაუსვეს ნაცმოძრაობას, თ როგორ გააკეთეს კოალიცია?

„ლელოს“ მიერ დასმულ კითხვებს გახარიას გუნდში ჯერჯერობით პასუხს არ სცემენ , თუმცა ამბობენ, რომ ქართულ ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ისინი კითხვას „ლელოს“ თავადაც უსვამენ. 

„2021 წელს კოალიცია რომ ჰქონდათ „ნაცმოძრაობასთან“, მაშინ კითხვები დაუსვეს ნაცმოძრაობას? კითხვებზე პასუხი მიიღეს, თუ როგორ გააკეთეს კოალიცია?“,-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

მისივე თქმით, წარმატებას უსურვებენ ლელოს და კატეგორიულად გამორიცხავენ კოალიციას ქართულ ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან.

„როდესაც კითხვა ეხება ლელოს და მათ კითხვებს ჩვენთან დაკავშირებით, 

ჩვენ ლელოს ვუსურვებთ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში. ვუსურვებთ, გადალახონ ბარიერი და შევიდნენ პარლამენტში. ჩვენთვის მიუღებელია ნაცმოძრაობა და მიუღებლია ქართული ოცნება. მათთან კოალიციას ჩვენ არ განვიხილავთ“,-ამბობს დაუშვილი.

​პასუხად. „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრავა ასევე წარმატებას უსურვებს გახარიას გუნდს და აცხადებს, რომ კონსულტაციები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან გრძელდება, მაგრამ მათ შორის არ მოიაზრება გიორგი გახარიას გუნდი. 

„თუმცა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გახარიას გუნდის წევრის მკაფიო პასუხი, რომ ისინი ქართულ ოცნებასთან არ აპირებენ თანამშრომლობას.“,-აცხადებს კუპრავა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა