GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე-ის ძალები, რომლებიც გახარიასთან უნდა ჩაესვათ, დოლიძის და ცუცქირიძის სახით ჩაუსვეს „ლელოს“. ახლა გატესტავენ, თუ მიუახლოვდა 5 პროცენტს, მუშაობას ამათ გაძლიერებაზე დაიწყებენ, თუ არადა გახარიას ჩაუსვამენ

„ნაცმოძრაობას“ რეალურად გლობალური ომის აგენტები ჰქვიათ და მათი მთავარი ნიშანი არის ის, რომ რასაც დაავალებენ გარედან იმას აკეთებენ- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ისაუბრა.

როგორც ცნობილი გახდა, პარტია “ლელო” ანა დოლიძის პარტიასთან “ხალხისთვის” და მოძრაობასთან “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ის ძალები, რომლებიც გიორგი გახარიას პარტიასთან უნდა გაერთიანებულიყო, სანაცვლოდ „ლელოსთან“ გაერთიანდა.

მისივე თქმით, თუ ახალმა გაერთიანებამ 5 პროცენტს მიაღწია, მათ გაძლიერებაზე დაიწყება მუშაობა, სხვა შემთხვევაში გიორგი გახარიას პარტიას მიუერთებენ.

„რამდენიმე დღის წინ, ბატონმა გახარიამ, ჩვენგან მოღალატედ გასულმა ადამიანმა, ნაცების სასარგებლოდ მოღალატემ, მოსინჯა და თქვა, რომ მე „ლელო“ განაცებისგან უნდა დავიცვაო, „ლელო“ რაღა უნდა გაანაცო, უფრო მეტად „ლელო“ როგორ უნდა განაცდეს. სოციალურ ქსელში რეაქცია მოყვა, ზოგი დასცინოდა, ზოგი აგინებდა, ვეღარ გაბედეს და ახლა გადაალაგეს კონფიგურაცია. დღეს ის ძალები, რომლებიც გახარიასთან უნდა ჩაესვათ დოლიძის და მეორე რომ არის ცუცქირიძის სახით, ენჯეოშნიკი, ვითომ პარტიული რომ არ არის, ესენი ჩაუსვეს „ლელოს“. ახლა გატესტავენ, თუ მიუახლოვდა 5 პროცენტს დაიწყებენ ამათ გაძლიერებაზე მუშაობას, თუ არადა გახარიასაც ჩაუსვამენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა