GD Banner
პოლიტიკა

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

პარტია “ლელო” ანა დოლიძის პარტიასთან “ხალხისთვის” და მოძრაობასთან “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა.

ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა.

“იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მან პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

„ახლა და აქ, ევროპის მოედანზე, იწყება ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ერთობა ევროპისთვის. ახლა და აქ იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობა და ბრძოლის წამოწყება. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი და სარეფერენდუმო მნიშვნელობა ექნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა