GD Banner
პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – ჩემთვის უდიდესი პატივია საქართველო წარმოვადგინო რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, დონალდ ტრამპს პირადად მივესალმეთ საქართველოს სახელით

ენმ-ს ლიდერი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ში, საქართველო წარადგინა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე .

„ჩემთვის უდიდესი პატივია საქართველო წარმოვადგინო რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, მილუოკში, სადაც რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენს.

დონალდ ტრამპს, პირადად მივესალმეთ საქართველოს სახელით.

კონგრესის ფარგლებში შევხვდით არაერთ რესპუბლიკელ ლიდერს, მათ შორის კონგრესის სპიკერ მაიკ ჯონსონს. მასთან ვისაუბრეთ, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის.

საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა, მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით არის შესაძლებელი, რაც ჩვენი ერთიანობით გარდაუვალია.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა!“,-წერს თინათინ ბოკუჩავა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა