GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპის შვილიშვილი – ბაბუას უამრავმა ადამიანმა მოუწყო ჯოჯოხეთი, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას

დონალდ ტრამპის შვილიშვილმა, კაი მედისონ ტრამპმა, რესპუბლიკელების ეროვნულ კონვენციაზე თავისი პირველი საჯარო სიტყვა წარმოთქვა.  17 წლის ტრამპმა ბაბუის მხარდასაჭერი სიტყვა წარმოთქვა და გაიხსენა ის მომენტი, როცა გაიგო, რომ დონალდ ტრამპს ესროლეს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ აქციაზე.

„მე დღეს აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო ჩემს ბაბუას. რაც ადრე ხალხს არ უნახავს. შაბათს შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მას ესროლეს. მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, რომ ბაბუა კარგად იყო. გული მტკიოდა, რომ ვიღაცას შეეძლო ამის გაკეთება სხვა ადამიანისთვის.  ბაბუას უამრავმა ადამიანმა მოუწყო ჯოჯოხეთი, მაგრამ ის მაინც ფეხზეა. ბაბუა, შენ ძლიერი ინსპირაცია ხარ და მიყვარხარ. მედიაცდილობს, ის სხვა ადამიანად წარმოაჩინოს, მაგრამ მე ვიცი, ის რას წარმოადგენს. მას ნამდვილად სურს ამ ქვეყნისთვის საუკეთესო და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამერიკა კვლავ გაძლიერდეს“,-განაცხადა კაი მედისონ ტრამპმა. 

კაი მედისონ ტრამპი დონალდ ტრამპის ვაჟის, დონალდ ტრამპ ჯუნიორის შვილია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,751 ნახვა