GD Banner
ეკონომიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი, შესაბამისად, საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია

საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ბოჟაძის თქმით, სისხლიანი რეჟიმის მმართველობის დროს 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი, შესაბამისად საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ განსხვავების დანახვა ადვილია.

„სისხლიანი რეჟიმის მმართველობის დროს 2004-2012 წლებში, ადამიანის უფლებებიდან ყველაზე მეტად სიცოცხლის და საკუთრების უფლება იყო დარღვეული და დაუცველი. დღეს როცა დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა ისევ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ყველა მესაკუთრეს, ბიზნესმენს უნდა შევახსენოთ, რომ პირველი სწორედ საკუთრების უფლებას დაარღვევენ და უამრავ ადამიანს ჩამოართმევენ, იძულებით აჩუქებინებენ და გადააფორმებინებენ საკუთარ ქონებას. 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ – განსხვავების დანახვა ადვილია! საკუთრების უფლების ინდექსის მიხედვით საქართველომ კვლავინდებურად ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 88,6% მიიღო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 40 საუკეთესოს შორის, 38-ე ადგილზეა. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, ევრაზიის საუკეთესო სამეულში, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 13,5 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს საკუთრების უფლების დაცულობით ევროპაში ბოლო ადგილზე იყო, მსოფლიოში კი 93-ე პოზიცია ეკავა. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024 #გელოდებითარჩევნებზე2025“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა