უკრაინაში შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტად სენატორ ვენსის დასახელების გამო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
რესპუბლიკელი ჯ.დ. ვენსი ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის მეორე პირისგან კიევში კარგს არაფერს ელიან.
„ეს ცუდია“,-დაწერა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა და ვენსის გამონათქვამების სქრინშოთი გაავრცელა, სადაც სენატორი წერს, რომ უკრაინული ელიტა აშშ-სგან დახმარებებს იღებს, რათა უფრო მოზრდილი იახტები იყიდონ.
ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი კი ამბობს, რომ „ახლა უკრაინა განსაკუთრებით ფრთხილი უნდა იყოს თავის გამონათქვამებსა და ქცევებში“.
Facebook Comments Box