GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე პრეზიდენტის სარჩელზე გამჭვირვალობის კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით- სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია, ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც გამჭვირვალობაზე ამბობს, რომ უკანონოა

„არ ვიცი რა ვალდებულებები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფაქტია სალომე ზურაბიშვილი უცხოელი დამკვეთების დავალებას შესრულებას, პირადი რეპუტაციის შელახვის ფასად ცდილობს. რაც ცალსახად ნიშნავს, რომ საქმე იმაზე დიდ გლობალურ პროცესებთან გვაქვს, რომელიც აქამდე წარმოგვედგინა“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე პრეზიდენტის სარჩელზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.

ექსპერტის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინა, ახლა კი სიმართლის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მისივე თქმით, რაც შეეხება სარჩელის თემას და მის პერსპექტივას, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, გამჭვირვალობა ქართველი ხალხის დაკვეთა არის, რომელიც აუცილებლად შესრულდება.

„უცნაური ქალია ჩვენი პრეზიდენტი, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინა, ახლა კი სიმართლის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ შევიდა. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, პრეზიდენტი კანონის შეჩერებას და საბოლოო გაუქმებას მოითხოვს. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოს ორი პრეცედენტი აჩუქა, პირველი პრეზიდენტია, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია, ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც გამჭვირვალობაზე ამბობს, რომ უკანონოა. არ ვიცი რა ვალდებულებები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფაქტია სალომე ზურაბიშვილი უცხოელი დამკვეთების დავალებას შესრულებას, პირადი რეპუტაციის შელახვის ფასად ცდილობს. რაც ცალსახად ნიშნავს, რომ საქმე იმაზე დიდ გლობალურ პროცესებთან გვაქვს, რომელიც აქამდე წარმოგვედგინა. რაც შეეხება სარჩელის თემას და მის პერსპექტივას, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, გამჭვირვალობა ქართველი ხალხის დაკვეთა არის, რომელიც აუცილებლად შესრულდება, სარჩელის შეტანით ერთადერთი ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი დაზიანდება, რომელსაც ისედაც არ არსებული რეიტინგი კიდევ მეტად შეუმცირდება“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა