აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მან საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრი არ შეუცვლია.
როგორც ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, მოხუცია და ესმის, რატომ საუბრობს ხალხი მის ასაკზე, თუმცა ტრამპზე 3 წლით უფროსია.
“მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ, ეს ერთი და მეორე – ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარ წელში უფრო მეტი გავაკეთე ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, მზად ვარ ამის მიხედვით შევფასდე. მესმის, მესმის რატომ კითხულობს ხალხი: “ღმერთო, 81 წლისაა. როგორი იქნება, როცა 83 ან 84 წლისაა?” ეს ლეგიტიმური კითხვაა”. – თქვა ბაიდენმა წამყვანის კითხვას, თუ ვის ეკითხება რჩევებს მნიშვნელოვან პირად საკითხებზე, მაგალითად იმაზე, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს.