GD Banner
უცხოური მედია

FBI – დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა წვდომა გვქონდეს თავდამსხმელის ტელეფონზე. ტელეფონი ქუანტიკოს ლაბორატორიაშია გადაგზავნილი“, – ამბობენ გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

როგორც ცნობილია, ჯერ არ გამოვლენილა რამე იდეოლოგიური კავშირი თავდასხმასთან. გამოძიება გრძელდება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მაგრამ ასევე განიხილება, როგორც პოტენციური შიდა ტერორისტული თავდასხმა. გამოძიებასთან თანამშრომლობს თავდამსხმელის ოჯახიც. იარაღი, რომლითაც დონალდ ტრამპზე განხორციელდა თავდასხმა, ლეგალურად იყო შეძენილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში იპოვეს საეჭვო მოწყობილობა და მიმდინარეობს მისი გამოკვლევა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავდამსხმელის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა