GD Banner
უცხოური მედია

ტრამპი: საიდუმლო დოკუმენტების საქმის განხილვაზე მოსამართლის უარი უნდა იყოს პირველი ნაბიჯი და ოთხივე საქმე უნდა დაიხუროს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის ბრალდების საქმის განხილვაზე მოსამართლის უარი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს და მის წინააღმდეგ აღძრული ოთხივე საქმე უნდა დაიხუროს.

საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი აღნიშნავს, რომ „იუსტიციის დეპარტამენტი ახდენდა ყველა ამ პოლიტიკური თავდასხმის კოორდინაციას“.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყველა ეს საქმე წარმოადგენს შეთქმულებას არჩევნებში ჩარევის მიზნით და მიმართულია მის წინააღმდეგ.

ტრამპმა ასევე მოუწოდა ყველა მხარდამჭერს გაერთიანებისკენ, რათა, მისივე განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება დასრულდეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის ბრალდებით აღძრული საქმე წარმოებაში არ მიიღო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,928 ნახვა