“ჩვენ ახლა ჯერ ვერ განვიხილავთ ტრამპის პრეზიდენტობას, რადგან, მადლობა ღმერთს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს და არც ერთი სხვა ქვეყანა არ ახდენს გავლენას ამაზე. ისინი დიდ პატივს სცემენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენს ჯარისკაცებს და მე. ამიტომ, მე ვხედავ, რომ ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ურთიერთობებს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგება.
ასე რომ, მე აქ დიდ საფრთხეებს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ომის დასრულებას და როგორია პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ხედვა, მისი ზოგადი მოსაზრებებო ჩემთვის გასაგებია.
ვფიქრობ, თუ ბატონი დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ. მე არ მეშინია ამის.”ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.