მოდით, გავერთიანდეთ. დადექით სიძულვილსა და პრიმიტიულ იდეებზე მაღლა, რომლებიც ძალადობას იწვევს. ჩვენ, ყველას გვინდა სამყარო, სადაც პატივისცემა უმთავრესია, ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული აღემატება ყველაფერს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლე აცხადებს.
მელანია ტრამპი დონალდ ტრამპზე თავდასხმას საჯარო წერილით გამოეხმაურა.
„ახლა თქვენზე ვფიქრობ, ჩემო ამერიკელებო.
ჩვენ ყოველთვის უნიკალური გაერთიანება ვიყავით. ამერიკა, ჩვენი ერის ქსოვილი დარღვეულია, მაგრამ ჩვენმა გამბედაობამ და საღმა აზრმა უნდა გაგვაერთიანოს. როდესაც ვუყურე ჩემს ქმარს, დონალდს როგორ მოხვდა ტყვია, მივხვდი, რომ ჩემი და ბერონის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო.
მადლობელი ვარ იმ მამაცი საიდუმლო სამსახურის აგენტებისა და სამართალდამცველების, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ ჩემი ქმრის დასაცავად. უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც ახლა იტანჯებიან ამ საზარელი აქტით, თავმდაბლად ვუცხადებ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას.
მონსტრი, რომელმაც ჩემი ქმარი არაადამიანურ პოლიტიკურ მანქანად დაინახა, შეეცადა, ჩაეკლა მისი ენთუზიაზმი – მისი სიცილი, მუსიკის სიყვარული და შთაგონება, მისი ძირითადი ცხოვრებისეული ასპექტები, მისი ადამიანური მხარეები დაფარული იყო პოლიტიკური მანქანის ქვეშ. დონალდი, ყველაზე გულუხვი და მზრუნველი ადამიანია, ვისთან ერთადაც ვყოფილვარ საუკეთესო და ყველაზე ცუდ მომენტებში. არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრები, პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე უფრო დაბლა დგას. ჩვენი პირადი, სტრუქტურული და ცხოვრებისეული ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე სერიოზული რისკის ქვეშაა. ჩვენთან, ადამიანებთან შედარებით, პოლიტიკური ცნებები მარტივია. ჩვენ, ყველანი ადამიანები ვართ და ფუნდამენტურად, ინსტიქტურად გვსურს, დავეხმაროთ ერთმანეთს. ამერიკული პოლიტიკა მხოლოდ ერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია ჩვენი საზოგადოების ამაღლება. სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა აუცილებლობაა. და გვახსოვდეს, რომ როდესაც დგება დრო, გავიხედოთ მარცხნივ და მარჯვნივ, წითელსა და ლურჯს მიღმა, ჩვენ, ყველანი ვართ ოჯახებიდან, რომლებიც ვიბრძოლებთ ერთად უკეთესი ცხოვრებისთვის, ვიდრე აქ ვართ, ამ მიწიერ სამყაროში.
მოდით, გავერთიანდეთ. ახლა, დღეს დილიდან დადექით სიძულვილზე და პრიმიტიულ იდეებზე მაღლა, რომლებიც ძალადობას იწვევს. ჩვენ, ყველას გვინდა სამყარო, სადაც პატივისცემა უმთავრესია, ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული აღემატება ყველაფერს. ჩვენ შეგვიძლია, კვლავ აღმოვაჩინოთ ეს სამყარო. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ პატივისცემა კვლავ იყოს ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი. მე ვფიქრობ თქვენზე, ჩემო ამერიკელებო. ცვლილებების ქარმა დაუბერა. მათ, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად ტირის, მადლობას გიხდით. მე მივესალმები მათ, ვინც გადალახა პოლიტიკური განხეთქილება. გმადლობთ, რომ გახსოვთ: თითოეული პოლიტიკოსი არის კაცი ან ქალი მოსიყვარულე ოჯახით“, – აღნიშნავს მელანია ტრამპი წერილში.