GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა, – ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth social-ში წერს.

„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსია“, – წერს ტრამპი.

მანამდე ტრამპმა სიურპრიზის შესახებ განაცხადა. თუმცა 39 წლის სენატორი ჯეი დი ვენსი ამ პოსტზე მის ფავორიტად ითვლებოდა. ვენსმა უკან ჩამოიტოვა შესაძლო კანდიდატები მათ შორის ჩრდილო დაკოტის გუბერნატორი დუგ ბერგამი და ფლორიდიდან სენატორი მარკო რუბიო.

ვენსი ცნობილია ბაიდენის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით. ის ასევე ეწინააღმდეგება კიევისთვის აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარებას და მოითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა