GD Banner
სამართალი

სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა. 2012 წელს ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანოზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო.

ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომლობით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მაღალი შეფასება საქართველომ გასულ წელსაც მიიღო. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში ქართველომ შეძლო შეფასება 20,7 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპასა და აზიაში კონტინენტზე საუკეთესო შედეგია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წელს მართლმსჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად.

2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა