დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე სროლა იყო, რის შედეგადაც ექსპრეზიდენტი დაშავდა.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დაეცა, მან დაზიანება ყურის არეში მიიღო.
ტრამპთან საიდუმლო სამსახურის აგენტები მიცვივდნენ და სცენიდან გაიყვანეს. დასისხლიანებულმა კანდიდატმა მუშტი აწია, რითაც შეკრებილი მომხრეების ოვაციები გამოიწვია.
როგორც New York Times წერს, წარმომადგენლობითი პალატის წევრი, ტრამპის თანამებრძოლი მარჯორი გრინ ტეილორი X-ში წერს, რომ თავდასხმა დემოკრატებისა და მედიის სინდისზეა.
The New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებს მადლობას უხდის მათი სწრაფი რეაგირებისთვის და დახმარებისთვის ამაზრზენი აქტის დროს.