რა ვიცი რა გითხრათ.. მაგრამ სამჯერ ნასროლი, არაშენიღბული პოზიციიდან, საკმაო სიახლოვიდან, მოხვედრილ ყურზე ტრამპი იდებს ხელს და აბრუნებს და ჩანს რომ ხელი არაა სისხლიანი, შემდეგ უცებ ყველა ქვევით ვარდება და ტრამპს ფარავს, შემდეგ სისხლი ყურზე ჩნდება, შემდეგ რატომღაც არ გაჰყავთ უსწრაფესად არამედ ჩერდებიან, ასე ეხმიანება სამოქალაქო მოძრაობის “აირჩიე ევროპა”ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ძებისაშვილი, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპს ეს დაგეგმილი სურათისთვის სჭირდებოდა. ძებისაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ კრემლი ზენიტშია სიხარულისგან, ვინაიდან ეს ზუსტად ისაა, რაც პუტინს სურს. ახლა კი, ბაიდენმა უნდა იფიქროს, როგორ ამოძვრეს გარანტირებული დამარცხების სარკოფაგიდან.
“რა ვიცი რა გითხრათ ..მაგრამ სამჯერ ნასროლი, არაშენიღბული პოზიციიდან, საკმაო სიახლოვიდან, მოხვედრილ ყურზე ტრამპი იდებს ხელს და აბრუნებს და ჩანს რომ ხელი არაა სისხლიანი, შემდეგ უცებ ყველა ქვევით ვარდება და ტრამპს ფარავს, შემდეგ სისხლი ყურზე ჩნდება, შემდეგ რატომღაც არ გაჰყავთ უსწრაფესად არამედ ჩერდებიან და სადრაც 5-7 წამის განმავლობაში უბრალოდ დგას ტრამპი დაცვით გარშემორტყმული და მუშტს ზემოთ წევს და იძახის ბრძოლაბრძოლა, თითქოს დაგეგმილი სურათისთვის სჭირდებოდა ……კონსპიროლოგიის მორიგი თემის რა გითხრათ არ მჯერა, მაგრამ ჯდება რა მშვენივრად …Trump needed boost, so he got a perfect one! ახლა ჯომ იფიქროს როგორ ამოძვრეს ამ ჰეროიკული სურათების ფონზე გარანტირებული დამარცხების სარკოფაგიდან. პ.ს. კრემლი ზენიტშია სიხარულისგან. ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს უნდა …მისი გეგმით ეს საბოლოოდ უნდა გადაიზარდოს ამერიკაში სამოქალაქო ომში … რომ ვაშინგტონს არ ეცალოს ევროპისთვის. ნუ გასაგებია რა გვემუქრება ჩვენ და რისი იმედი აქვს ასევე ოცნებას ….” – წერს ძებისაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.