GD Banner
Uncategorized

ლევან ნიკოლეიშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: მანამდე სლოვაკეთის პრემიერი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ამდენი შემთხვევითობაა თუ გამიზნულად მოქმედებენ მარცხისთვის განწირული, მაგრამ უკვე ყველაფერზე წამსვლელი გარკვეული ძალები?

სკანდალი თუ ძალიან საშიში ფაქტი? დონალდ ტრამპს ესროლეს, პრეზიდენტობის კანდიდატს. ის აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას აპირებს, იმ პოლიტიკის, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ევროკავშირზე, – ამის შესახებ ექსპერტი და “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, დონალდ ტრამპზე და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმა შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დამარცხებისთვის განწირული გარკვეული ძალები უკვე ყველაფერზე მიდიან. ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქართველოშიც იმუქრებიან როგორც შინაურები, ისე გარეულები.

“სკანდალი თუ ძალიან საშიში ფაქტი? დონალდ ტრამპს ესროლეს, პრეზიდენტობის კანდიდატს. ის აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას აპირებს, იმ პოლიტიკის, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ევროკავშირზე. მანამდე სლოვაკეთის პრეზიდენტი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. დავიჯერო ამდენი შემთხვევითობაა თუ გამიზნულად მოქმედებენ მარცხისთვის განწირული, მაგრამ უკვე ყველაფერზე წამსვლელი გარკვეული ძალები? აქ, ჩვენთანაც გვემუქრებიან შინაურებიც და გარეულებიც თუ ასე და ასე არ გააკეთებთ, ამას და ამას ვიზამთო. ამიტომ, კარგად დავფიქრდეთ და საჯიჯგნად ხელში არ ჩავუგდოთ საქართველო მავნელებსა და უსამშობლო რადიკალებს”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა