GD Banner
ეკონომიკა

Galt & Taggart: ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის შედეგების მიხედვით, ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა bm.ge საინვესტიციო ბანკზე, Galt & Taggart (გალტ & თაგარტი) დაყრდნობით წერს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 5.28%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.15 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 29.31%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 5.55%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 29.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 0.36%-ით გაიზარდა.

“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 508 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.55%-ით გაიზარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა