GD Banner
პოლიტიკა

FBI: ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო

J

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

„და როგორც კი ჩვენ ასი პროცენტით დავრწმუნდებით ვინ არის ეს პიროვნება [მსროლელი], ამას მედიას გავუზიარებთ. ამასთან, ჩვენ ამჟამად არ გვაქვს იდენტიფიცირებული მოტივი, ჩვენი გამომძიებლები დაუღალავად მუშაობენ, რათა დაადგინონ რა არის ეს მოტივი“, – განაცხადეს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა