GD Banner
უცხოური მედია

ჯო ბაიდენი: ამგვარი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის

J

მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარ სროლას.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის.

„მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც მიტინგზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ეს”, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ცნობილია, პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.

როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.

„ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს და პირველადი რეაგირების ჯგუფს ამ საზარელი აქტის დროს მათი სწრაფი მოქმედებისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ”, ნათქვამია ჩეუნგის განცხადებაში.

ამასთან, CNN-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა და მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი დაღუპულია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,039 ნახვა