GD Banner
პოლიტიკა

ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, გვინდა ვთქვათ, რომ ძალადობა მიუღებელია

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის,  განცხადებით, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას და ყველანაირი სახის ძალადობას გმობს.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, საპრეზიდენტო კანდიდატ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და ასევე, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.

გვინდა, რომ დონალდ ტრამპს ვუსურვოთ გამოჯანმრთელება და ასევე, მივუსამძიმროთ გარდაცვლის ოჯახს. ამავდროულად, გვინდა ვთქვათ, რომ ძალადობა მიუღებელია. ის მიუღებელია მათ შორის, პოლიტიკაში და ისეთ მდგომარეობის დროს, როგორიც დღეს მსოფლიოშია.

ჩვენ ვხედავთ, მსოფლიოში ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური ძალების გააქტიურებას და დღეს საერთო ძალისხმევაა საჭირო მსოფლიოში, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა და ძალადობას არცერთ საზოგადოებაში ადგილი არ ჰქონდეს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილი საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს უნდა სწორედაც, რომ იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იმ სამყაროს ნაწილი იყოს, სადაც სწორედ ადამიანები და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრაფვის სიმშვიდის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და განვითარების გამო.

ჩვენი ადგილი ევროპაშია, დასავლურ სტრუქტურებშია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უკეთესი განვითარება. ასეთ პირობებში ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ყოფნა, რომელიც ზუსტადაც ჩვენი საზოგადოების შიგნით აღვივებს პოლარიზაციას, დაპირისპირებას, თვითონ არის ძალადობის ინსპირატორი და ძალადობის ავტორი, ჩვენ საზოგადოებაში. დღეს საქართველოს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც არის კარგ ურთიერთობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან, ასევე, რომელიც თვითონ არ არის ძალადობის წყარო ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა