GD Banner
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: ორი თვე გადის, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა, დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება- ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა

უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა- ამის შესახებ წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

როგორც გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული, დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს. აქვე ნათქვამია, რომ ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.

„უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა. დღემდე არც ერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს. ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.“- წერს Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა