GD Banner
უცხოური მედია

ტრამპი: წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში – მსროლელის შესახებ, რომელიც გარდაიცვალა, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი

JPG edited with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა, განცხადებას ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და სამართალდამცველებს მათი სწრაფი რეაგირებისთვის სროლაზე, რომელიც ახლახან მოხდა ბატლერში. რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო აქციაზე დაღუპული ადამიანის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მსროლელის შესახებ, რომელიც გარდაიცვალა, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა