აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პენსილვანიაში მას ყურში ტყვია მოხვდა, ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
„მე მესროლეს ტყვია, რომელიც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში მომხვდა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. გავიგე ზუზუნის ხმა და ვიგრძენი, როგორ გამიგლიჯა კანი“,-დაწერა ტრამპმა.
ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box