დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი მიტინგზე განხორციელებულ თავდასხმაში რადიკალ მემარცხენეებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს მამამისს ხელს არ შეუშლის წინასაარჩევნო ბრძოლის გაგრძელებაში.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძიებაშია, დონალდ ტრამპი-უმცროსი ამბობს, რომ აშკარაა, ვინც დგას თავდასხმის უკან.
მისივე თქმით, მამას ცოტა ხნის წინ ესაუბრა და ის თავს მხნედ გრძნობს.
„ის არასდროს შეჩერდება და გააგრძელებს ბრძოლას ამერიკის გადასარჩენად, რაც არ უნდა მოიმოქმედონ რადიკალმა მემარცხენეებმა“,- განაცხადა მან.
Facebook Comments Box