GD Banner
უცხოური მედია

ტრამპისთვის ნასროლ ტყვიებს მიტინგის ერთი მონაწილე ემსხვერპლა. თავდამსხმელი კი, სამართალდამცველებმა მოკლეს

ადამიანი, რომელმაც ტრამპის მისამართით სულ მცირე რვაჯერ გაისროლა, მოკლულია. სისხლიან თავდასხმას ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი შეეწირა. თავად ექსპრეზიდენტი კი, ყურის არეში დაიჭრა.

ოლქის პროკურორი ადასტურებს, რომ პენსილვანიაში, ტრამპის მხარდამჭერების მიტინგზე ორი ადამიანია დაღუპული. მათგან ერთი თავდამსხმელია. 

ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება არც თავდამსხმელის და არც მოკლული მხარდამჭერის ვინაობა. ცნობილია, რომ მიტინგზე არიან დაჭრილებიც.

მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურის აგენტთა ჯგუფმა თავდამსხმელი მოკლეს. მათი თქმით, ის შოუს ტერიტორიის პერიმეტრს გარეთ იდგა, დაახლოებით, რამდენიმე ასეული იარდის მანძილზე.

ტრამპი უკვე ამთავრებდა სიტყვით გამოსვლას, როდესაც სროლის ხმა გაისმა, ის წაიქცა, თუმცა სამართალდამცველების დახმარებით, მალე წამოდგა და მუშტი აწია, რასაც დამსწრეთა ოვაციები მოჰყვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,918 ნახვა