GD Banner
სპორტი

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ GiveMeSport იუწყება.

კლუბმა 39 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო. მას ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

აღსანიშნავია, რომ თავად პორტუგალიელი ევროპაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, თუმცა შეთანხმების გაგრძელებას არ ჩქარობს.

გასულ სეზონში მან 45 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა