GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე: ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება

x

შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც მსოფლიო დუღს, საქართველოში მმართველი გუნდი ახერხებს სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, რაც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია.

„ყვავის დემოკრატია ამერიკაში. ასეთი რამ კენედის მკვლელობის შემდეგ, არ ახსოვს ამ ქვეყანას, მაშინაც ძალიან გაუჭირდა იქაურ ჩრდილოვან მმართველობას და დღესაც ასეა. გრძნობენ დასასრულს. ამასობაში კი, როცა საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს თავს ესხმიან, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, იცლიან ჩვენთვის, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? და ა.შ. და ა.შ. ახლა უკვე ყველაფერი ხელს გულზე დევს. ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, მადლიერები უნდა ვიყოთ. აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება. ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, რაც გვეგონა! ჩვენი ქვეყანა გადარჩება და გააგრძელებს წინსვლას!“ – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა