თვითმხილველი, რომელიც პენსილვანიაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო მიტინგს ესწრებოდა, აცხადებს, რომ ხალხმა შენიშნა, თუ როგორ აცოცდა თოფით შეიარაღებული ადამიანი ერთ-ერთ სახურავზე.
თვითმხილველის თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხალხი პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის აგენტებს თითით ანიშნებდა მისკენ, თუმცა რეაგირება მათგან მხოლოდ სროლის შემდეგ მოხდა.
„ჩვენ დავინახეთ, როგორ მიცოცავდა ადამიანი თოფით ხელში სახლის სახურავისკენ. მისგან სულ 20 მეტრში ვიდექი. მე და იქ მყოფები სამართალდამცველებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეძახდით, თითით ვანიშნებდით მისკენ, თუმცა პოლიციელები დაბნეულები გვიყურებდნენ, საიდუმლო სამსახურის აგენტებს კი რეაგირება არ ჰქონიათ. მხოლოდ მაშინ გაისროლეს მისი მიმართულებით, როდესაც ტრამპი წაიქცა“,-აცხადებს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპს სულ მცირე რვაჯერ ესროლეს. შედეგად ერთ-ერთი მხარდამჭერი დაიღუპა. ტრამპს კი, ტყვიამ მარჯვენა ყური გაუხვრიტა. თავდამსხმელი სროლის დასრულებისთანავე სამართალდამცველებმა მოკლეს, ტრამპი კი, სცენიდან გაიყვანეს.