აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატო-ს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენისას მას შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა.
„ახლა კი მსურს, სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეცდომა მალევე გამოასწორა, ვიდრე ზელენსკი მიკროფონთან მივიდოდა.
„პრეზიდენტი პუტინი? პრეზიდენტი ზელენსკი. მე ისეთი ორიენტირებული ვარ პუტინის დამარცხებაზე…“ – დასძინა ბაიდენმა.
Facebook Comments Box